logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: „თალიბანმა“ 31 აგვისტოს შემდეგაც უნდა დაუშვას მოსახლეობის ევაკუაცია
- +

25 აგვისტო. 2021. 02:01

 

 

 „თალიბანმა“ 31 აგვისტოს შემდეგაც უნდა დაუშვას მოსახლეობის ევაკუაცია“, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე უმთავრეს ამოცანად ხალხის ევაკუაცია განისაზღვრა, რომელიც 31 აგვისტოს შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და ამისთვის ქვეყნების მიერ ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, როგორც ჯონსონმა აღნიშნა, განსაზღვრულ იქნა „თალიბანთან“ ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები.

 

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი ბოლო წუთამდე გააგრძელებს ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციას. მისი თქმით, ბრიტანეთმა უკვე 9 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და იმედოვნებს, რომ აეროპორტში არსებული რთული ვითარების მიუხედავად კიდევ ათასობით პირის ევაკუაცია მოხდება.

 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ აშშ საკუთარ გეგმას მიყვება, რაც ევაკუაციის პროცესის 31 აგვისტომდე დასრულებას გულისხმობს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის განცხადების მიუხედავად, ევაკუაციის პროცესი „თალიბანთან“ ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner