logo_geo
eng_logo
ბათუმის ჯაზ-ფესტივალი მეისი გრეის კონცერტით დაიხურება
- +

24 ივლისი. 2016. 17:06



24 ივლისს, პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი სოულის ამერიკელი შემსრულებლის მეისი გრეის კონცერტით დაიხურება. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20:00 საათიდან გაიხსნება.


მეისი გრეი (MACY GRAY) - (დაბ. 6 სექტემბერი, 1976 წ) - სოულის  ამერიკელი შემსრულებელი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი და პროდიუსერი;  ცნობილია   ხმის  დამახასიათებელი ტემბრითა და სიმღერის ორიგინალური  სტილით; ჩაწერილი აქვს ექვსი ალბომი; 5-ჯერ იყო გრემიზე ნომინირებული და მიღებული აქვს ერთი გრემი სიმღერისთვის  „I try", რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა. მეისი გრეი  რამდენიმე ფილმში მონაწილეობს, მათ შორის Training DaySpider-ManScary Movie 3Lackawanna BluesIdlewild,  For Colored Girls  და სხვა.


ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით  - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) გაიხსნა; ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მსმენელების წინაშე ასევე წარდგნენ: მაილს ელექტრიკ ბენდი, მის ლორენ ჰილი, ჯგუფი პროდიჯი, ჯეიმი კალუმი და კრის ბრაუნი; გაიმართა ასევე, ფილმის  „Miles Ahead" პრემიერა.  24 ივლისს ბათუმის ჯაზ-ფესტივალი მეისი გრეის კონცერტით დაიხურება.  


საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, წელსაც, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდებოდა.

 

ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ჰქონდათ უფასოდ დასწრებოდნენ „BRASS BAND"-ების  კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს მართავდნენ ქართული ჯაზ-ბენდებიც.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner