logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა
- +

25 აგვისტო. 2021. 02:52

 

 

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მსოფლიო ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.

 

განცხადების მიხედვით, მსოფლიო ბანკი იტოვებს გზებს, რომ დარჩეს ჩართული და შეინარჩუნოს ქვეყანაში რთულად მიღწეული მონაპოვარი.

 

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. 2002 წლიდან მოყოლებული ფინანსურ ორგანიზაციას ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner