გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა პირობა დადო, რომ პოლიტიკური რყევის მიუხედავად, გაერო ავღანეთში დარჩება.
„გაერო ავღანეთის ხალხისთვის და მასთან ერთად ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. ჩვენ ქვეყანაში დავრჩებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, როგორც პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ასევე ავღანელი ხალხისთვის, რომელიც ასე დაზარალდა“, - დაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე.