logo_geo
eng_logo
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
- +

25 აგვისტო. 2021. 17:46

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება.

 

საბავშვო ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე  და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

 

საბავშვო ბაღის ეზოში კეთილმოწყობილი სპორტული და საბავშვო მოედანი იფუნქციონირებს. ეზო იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული.

 

დასახლებაში, რომელშიც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე 25 წელია საბავშვო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებდა.

 

აღსაზრდელები კასპის #1 საბავშვო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მისი სამუშაოების ღირებულება 965 000 ლარია.

 

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

პატარები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ, რომლის შექმნაც მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner