logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ავღანეთი შესაძლოა, ტერორიზმის კერად იქცეს
- +

26 აგვისტო. 2021. 00:35

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის შემდეგ, ქვეყანა შეიძლება, ტერორიზმის კერად იქცეს.

 

ამის შესახებ მან ბუნდესტაგში გამოსვლის დროს თქვა.

 

“მისიის დასაწყისში, 2001 წელს დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მას შემდეგ, ავღანეთიდან არ წამოსულა საერთაშორისო ტერაქტები. ეს იყო კონკრეტული წვლილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ მოკავშირე ჯარების გაყვანით ავღანეთი შეიძლება, კიდევ ერთხელ გახდეს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის კერა და ამის თავიდან აცილება უნდა მოხდეს”, – განაცხადა მერკელმა.

 

ამასთან, კანცლერმა თქვა, რომ “თალიბანთან” კონტაქტები იქნება კოორდინებული საერთაშორისო პარტნიორებთან, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი კრემლში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან განიხილა.

 

“ახალი რეალობა მწარეა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ცვლილების შენარჩუნება, რომელიც ავღანეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მოხდა. ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ისაუბროს, მათ შორის, “თალიბანთან” და არ შეიძლება, იყოს უპირობო შეთანხმებები. ყველასთვის ნათელია: ეს რთული იქნება, მაგრამ უნდა შევეცადოთ. ქმედებების მხრივ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან. კონსულტაციები უკვე დაწყებულია ევროკავშირში, ნატო-სა და G7- ში, ამაზე ასევე ვისაუბრე რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს “, – თქვა მერკელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner