logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ავღანეთში აშშ-ის ჩართულობის ხასიათი მთლიანად დამოკიდებულია „თალიბანის“ ქმედებებსა და ქცევაზე
- +

26 აგვისტო. 2021. 02:25

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც „თალიბანი“ გაუძღვება, ამგვარი მთავრობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

 

„ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორების, ავღანელი პარტნიორების, მესამე ქვეყნის პარტნიორების ქვეყნიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, მაგრამ „თალიბანი“ ავღანეთს დიდწილად აკონტროლებს. იგი აკონტროლებს ქაბულს და მნიშვნელოვანი იყო მათთან მუშაობა, რათა ევაკუაციის პროცესისთვის ხელი შეგვეწყო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის ჩართულობის ხასიათი და ნებისმიერი ურთიერთობის ხასიათი მთლიანად დამოკიდებულია „თალიბანის“ ქმედებებსა და ქცევაზე.

 

„ავღანეთში „თალიბანის“ მეთაურობით ნებისმიერ მთავრობასთან ჩვენს ჩართულობაზე ერთი მარტივი წინადადების საფუძველზე ვიმსჯელებთ: ჩვენი ინტერესები და გვეხმარება თუ არა ეს მათ წინ წაწევაში. თუკი ეს გააძლიერებს გრძელვადიან ინტერესებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, ავღანელი ხალხის დახმარების მცდელობის საკითხში, ყველა ავღანელის უფლებების დაცვის საკითხში, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის საკითხში, მაშინ ჩვენ ჩავერთვებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner