logo_geo
eng_logo
„ბიბისი“: ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა
- +

26 აგვისტო. 2021. 11:55

 

 

ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან, ხოლო ვინც უკვე აეროპორტის მახლობლად იმყოფებიან მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. ჯერ არ კონკრეტდება ინფორმაცია, თუ ვის მიერ ან რა სახის ტერორისტული თავდასხმა იგეგმება აეროპორტზე.

 

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 82 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. აეროპორტის შიდა და გარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფება, რომლებიც ქვეყნიდან გამგზავრებას ელოდებიან. საევაკუაციო პროცესის დასრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „თალიბანი“ საევაკუაციო პროცესის გახანგრძლივების წინააღმდეგია, თუმცა, მათი თქმით, ხელს არ შეუშლიან იმ ავღანელებს და უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner