logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა გორისი-კაპანის საავტომობილო გზა გადაკეტა
- +

26 აგვისტო. 2021. 13:23

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა გორისი-კაპანის საავტომობილო გზა გადაკეტა.

 

სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გზის გადაკეტვის მიზეზად აზერბაიჯანმა თავის მესაზღვრეზე სომხეთის მხრიდან ხიშტ-დანით თავდასხმა დაასახელა, რაც ფაშინიანის თქმით, სინამდვილეში არ მომხდარა.

 

ფაშინიანის განცხადებით, თუ აზერბაიჯანის მხარეს თავდასხმის დამადასტურებელი საბუთები აქვს, გამოძიების ჩასატარებლად სომხეთს უნდა გადასცეს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სიუნიქი არ არის მოწყვეტილი სომხეთს და ვითარების მიუხედავად, მთავრობის მუშაობა სატრანსპორტო კავშირების მოწესრიგებისკენ არის მიმართული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner