logo_geo
eng_logo
რიო დე ჟანეიროში ოლიმპური სოფელი გაიხსნა
- +

24 ივლისი. 2016. 17:39



რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ოლიმპური სოფელი გაიხსნა. ოლიმპირი სოფლის გახსნის ცერემონია რიო დე ჟანეიროში დღეს გაიმართა. კომპლექსი, სადაც სპორტსმენები განთავსდებიან, 31 შენობას მოიცავს, მომსახურე პერსონალი 13 ათას ადამიანს ითვლის. 

კომპლექსში, რომელიც ბრაზილიის მეგაპოლისის დასავლეთ ნაწილში გაიხსნა 18 ათასი სპორტსმენი იცხოვრებს. 


ოლიმპიურ სოფელში კვების დიდი ობიექტი იფუნქციონირებს, რომელიც 5 ათას ადამიანს დაიტევს.

კომპლექსის შემადგენლობაში უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, მოსასვენებელი სივრცე, სილამაზის სალონი, მულტირელიგიური ცენტრი და 7 ქიმწმენდა შევა. კომპლექსი ოლიმპიური პარკიდან რამდენიმე კილომეტრით იქნება დაშორებული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner