logo_geo
eng_logo
ნათია ბერიძე: „ნაცმოძრაობის“ წევრი ლაშა აბურჯანია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ბავშვის ავადმყოფობის გამო, თანხას სთხოვს და ამ ბინძური გზით მათთვის პროვოკაციების მოწყობას ცდილობს
- +

26 აგვისტო. 2021. 16:33

 

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლაშა აბურჯანიას მიერ, „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის მიწერილ პირადი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დამარცხებული პარტიის წევრმა გადაწყვიტა ადამიანური გრძნობებით თამაში და „ოცნების“ კანდიდატებს, ბავშვის ავადმყოფობის გამო სხვადასხვა რაოდენობის თანხას სთხოვს.

 

ჟურნალისტის განცხადებით, აბურჯანია „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის ამ გზით პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.

 

„მოკლედ ასეთი ამბებია, ლაშა აბურჯანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და რუსთაველზე, კარავში დაბანაკებული აქტივისტია, საკმაოდ გამორჩეული უტაქტობით. რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, თბილისსა თუ რეგიონებში სწერს ამ ტექსტებს. აღმოჩნდა, რომ მე მყავს ეს ბიჭი მეგობრებში. ამიტომ რამდენიმე მეგობარმა მკითხა, მართლა სჭირდებოდა თუ არა დახმარება ლაშას შვილს, რამაც დამაეჭვა და გავარკვიე, რომ ყველას სათითაოდ სწერს. როგორც ჩანს, ამ უსუსურმა და უნიათო, უკვე დამარცხებულმა პარტიამ გადაწყვიტა ადამიანურ გრძნობებზე თამაში(როგორც სჩვევიათ) და ბავშვის ავადმყოფობის მიზეზით, თანხას ითხოვს, თან ყველას დაახლოებით ერთსა და იმავეს ეუბნება, ოღონდ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა თანხას სთხოვს და თანაპარტიელებს რაიონების მიხედვით მოჩვენებითად აგინებს. სამწუხაროა, რომ ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ხვალ პროვოკაცია მოაწყონ. მიზანი სავარაუდოდ ერთია, რომელიმეს ფულის ხელზე მიცემის დაპირება გამოსტყუონ და მერე ეს ამბავი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტად მონათლონ.

 

საბედნიეროდ, „ქართული ოცნება“ კანდიდატთა შორის ყველა ერთმანეთზე ღირსეული და პატიოსანია, შესაბამისად უანგაროდ, კანონის ფარგლებში სთავაზობენ დახმარებას. რაც, რა თქმა უნდა, მომენტალურად ლაშა აბურჯანიას უკმაყოფილებას იწვევს, ტექსტშიც ნათლად ჩანს „რა გამგეობა რის გამგეობა“ და „მუქარის“ სახით სასხვათაშორისოდ ამბობს: თქვენ თუ არა, თქვენს ყოფილ პრემიერს მივმართავ და იმას მივცემ ინფორმაციასო. გახარია, გიმიზნებენ. ვწუხვარ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ოპოზიციური პარტია ცდილობს მოსახლეობის მოტყუებას პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. გიორგი ბოტკოველი, ელენე ხოშტარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კობა ნაყოფია, სირცხვილი თქვენ! სირცხვილი, თუ ეს ფაქტი რეალურია და ამ ადამიანს შვილის სამკურნალოდ ასე მცირე თანხით არ დაეხმარეთ. სირცხვილი თქვენ, რომ ამდენი თვე კარავში აყურყუტეთ კაცი და 500 ლარს წამლის საყიდლად არ აძლევთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ყველა, მათ შორის თქვენს ერთგულ გოშიებსაც თვალის დახამხამებაში გაწირავთ.

 

ადამიანები, მათი შვილები, თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური პაიკები არიან. „ქართული ოცნება“ კი საბედნიეროდ, ყველას შეძლებისდაგვარად, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად ეხმარება კანონის ფარგლებში. მით უმეტეს საქმე როდესაც ბავშვებს ეხებათ, აქ არც პარტიას, არც რელიგიას და არც სხვა რაიმეს აქვს მნიშვნელობა.(ზოგადად არც სხვა შემთხვევებში). უფალმა ყველას შვილები კარგად გიმყოფოთ. რა თქმა უნდა, თუ ლაშას შვილი დახმარებას საჭიროებს, იმ რაიონის გამგეობა რომელშიც ჩაწერილია, უანგაროდ დაეხმარება, ეჭვი არ მეპარება. საინტერესოა ხვალ რას მოიფიქრებთ. „არა არს დაფარული რომელი არა გაცხადდეს“ - მითუმეტეს ჩემთვის“, - წერს საკუთარ facebook გვერდზე ჟურნალისტი ნათია ბერიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner