logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: დავით უსუფაშვილი ძალიან დაემსგავსა ედუარდ შევარდნაძეს
- +

6 მარტი. 2016. 10:43


 

ბოლო პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტს პრემიერისა და „რესპუბლიკელების" შეხვედრის შემდეგ გაკეთებული მისი განცხადებებიც მოწმობს.


უსუფაშვილის განცხადებები იყო შევარდნაძის კლასიკური განცხადება, ილაპარაკა რაღაც გაუგებარ ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელსაც სამი დღეა გვიხსნიან და ვერავინ აგვიხსნა რას ნიშნავს. მათი მთავარი ამოცანა იყო სახის შენარჩუნება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.


პოლიტოლოგის შეფასებით, „რესპუბლიკურ პარტიაში" ერთადერთი ინტელექტუალური ფიგურა დავით უსუფაშვილია. „სხვამ ყველამ დაამტკიცა, რომ ამბიციის გარდა იქ აღარაფერია დარჩენილი. „რესპუბლიკური პარტია" იმ რისკიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თამაშგარე დარჩეს, ყველაფერზე უარს იტყვის, ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ოღონდ კოალიციაში დარჩეს", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner