logo_geo
eng_logo
„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას მკაცრად გმობს
- +

26 აგვისტო. 2021. 21:45

 

 

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას მკაცრად გმობს.

 

„ისლამური საამირო“ მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, რომელიც იმ ადგილას მოხდა, სადაც უსაფრთხოებას აშშ-ის ძალები უზრუნველყოფენ. „ისლამური საამირო“ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner