logo_geo
eng_logo
ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

26 აგვისტო. 2021. 22:06

 

 

ფოთში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. მათივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთერთი ვერსიით, ცეცხლი მოძველებულ ელექტროსადენს გაუჩნდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner