სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ამ დროის მონაცემებით, დასეტყვილია სოფლები: შაქრიანი, გავაზი, გრემი და სანავარდო. ძირითადად განადგურებულია ყურძნის მოსავალი.
ადგილობრივების თქმით, უამინდობა ნახევარ საათს გრძელდებოდა, რამაც ვენახები თითქმის გაანადგურა.
ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზუსტება იმ სოფლების, სადაც სტიქიამ მოსავალი გაანადგურა, რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფები შეიქმნება.