logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 აგვისტო. 2021. 00:10

 

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავღანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 150 ადამიანი დაშავებულია.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ.

 

გამოცემა Politico აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner