ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავღანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 150 ადამიანი დაშავებულია.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ.
გამოცემა Politico აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.