logo_geo
eng_logo
საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას
- +

24 ივლისი. 2016. 17:52



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ავღანეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით  ავღანეთის მთავრობას და ტერაქტის შედეგად დაღუპულ ოჯახებს უსამძიმრებს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა.

 

საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას",- ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner