logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

27 აგვისტო. 2021. 00:37

 

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შესაბამისი განცხადება ჯგუფის „ტელეგრამის“ არხზე გავრცელდა.

 

დღეს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 150 ადამიანი დაშავებულია.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 15 - დაჭრილია.

 

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას მკაცრად გმობს.

 

„ისლამური საამირო“ მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, რომელიც იმ ადგილას მოხდა, სადაც უსაფრთხოებას აშშ-ის ძალები უზრუნველყოფენ. „ისლამური საამირო“ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner