„სააკაშვილის ორბიტაზე პანიკის მთესველი და დესტრუქციის გავრცელების მეტწილად ვიწრო დიაპაზონის მქონე კომენტატორები რომ ჰყავთ, ცნობილია. არ მეგონა, რომ გახარიას ფლანგზეც იგივე იქნებოდა - მისი ზოგიერთი აქტივისტი შალიკო ნათელაშვილის სტილში, ამ ხელისუფლების მიერ მოწყობილ ე.წ. კოვიდგენოციდზე საუბრობს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ტელეკომპანია CNN-ის ცნობით კი, შეერთებულ შტატებში, აგვისტოში, 100,000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული კოვიდვირუსის გამო. იანვრის შემდეგ, ამგვარი სამწუხარო მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.
Covid-19– ის უახლესი მატება უკავშირდება ზაფხულს და უწინარესად, უაღრესად გადამდები დელტას ვარიანტს.
საგულისხმოა, რომ წელს, აშშ-ში ორჯერ მეტი აცრილია, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც ვაქცინები საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი, როგორც ახლა.
ამერიკელი მედიკოსები და მკვლევარები ამბობენ, რომ წლევანდელი ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდი უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული...
#აიცერი #აცრაგვიცავს“, - წერს აბაშიძე.