logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა
- +

27 აგვისტო. 2021. 02:05

 

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ-არაბია“ ავღანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა.

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 150 ადამიანი დაშავებულია.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 15 - დაჭრილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner