logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ბოლო პერიოდში საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი გახდა
- +

27 აგვისტო. 2021. 03:00

 

 

„ბოლო პერიოდში საქართველო გახდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი, რაც უდაოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყანის ღირსეულ ადგილს მსოფლიოს მასშტაბით“, - წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

„საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე ასრულებს თავის მისიას სტრატეგიული პარტნიორების თანადგომის მნიშვნელოვან საქმეში.

ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის - დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის(NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI), აზიის განვითარების ბანკის(ADB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის(WB) მიმართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით განთავსების პროცესში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებულ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო გახდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი, რაც უდაოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყანის ღირსეულ ადგილს მსოფლიოს მასშტაბით“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner