აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული აქტის მიუხედავად, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას.
„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას. მე ასევე დავავალე სამხედროებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურაზე და ხელმძღვანელობაზე იერიშს მივიტანთ. ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ. ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავიხსნით ამერიკელებს და ჩვენს მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.