„ქართული ოცნების" ახალ კანდიდატებს შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დასახელდა, რომელმაც შემოთავაზება გიორგი კვირიკაშვილისგა მიიღო.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრის თქმით, ძველი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში იქნება სტიმული, რომ გამოცდილება არ დაიკარგოს.
„2009 წლიდან მე ვარ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში და გადავწყვიტე, ახლა აქეთ მეცადა ბედი.
ჩემი აზრით, ძველი სახეების გამოჩენა იქნება სტიმული, რომ არ დაიკარგოს გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ და მათ, ვინც პატიოსნად ემსახურებოდა ქვეყანას, კვლავაც გააგრძელონ სამსახური.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოგვთავაზა ეს დისკურსი - ყველაფერი, რაც ადრე იყო, ცუდია, ჩვენ დავიწყეთ საქართველოს ისტორია, ვინც ადრე მუშაობდნენ, ყველა ცუდები და კორუმპირებულები იყვნენ. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. ის გადასმული ხაზი, რომელიც 40 წელს ზემოთ ადამიანებს დაესვა, ვალდებულია, ჩვენი საზოგადოება, რომ გამოასწოროს. ამიტომ ამ ადამიანების კუთხით თუ შევხედავთ, მათი განწყობები სხვანაირი იქნება და ასეთები ცოტანი არ არიან.
„ქართულ ოცნებას" შურისძიება რომ ნდომოდა, ამისთვის ოთხი წელი ჰქონდა და ამის გაკეთება მას ჩვენს გარეშე შეეძლო. მით უმეტეს, ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, კიდევ პოლარიზების და დაპირისპირების დრო არ არის. პირიქით, მეტი ბერკეტი უნდა მოიძებნოს და მეტი შეხების წერტილები.
თუ ვინმეს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მიუტევებელი ჩადენილი, ამ შემთხვევაში კანონი უნდა მოქმედებდეს და არა - ვინმეს ინტერესი", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.