BBC-ის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ალი დევიდ სონბოლი თავდასხმას ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა.
სამართალდამცველთა განმარტებით, 18 წლის წარმოშობით ირანელმა გერმანიის მოქალაქე ალი დევიდ სონბოლიმ იარაღი არალეგალური გზით, ინტერნეტის საშუალებით შეიძინა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა 27 კი დაშავდა.
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების შემდეგ ალი სონბოლიმ თავი მოიკლა. პოლიციის თანამშრომლეთა ცნობით, გარდაცვლილები ალი სონბოლის კლასელები არ ყოფილან.