საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის სანაპირო ბაზასთან მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს ცხოვრება ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის და სურთ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს. მთავრობის მეთაურმა მათ პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრის პირობა მისცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლედ ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით.