logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად
- +

27 აგვისტო. 2021. 17:25

 

 

 

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner