საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეს-რელიზშია აღნიშნული, რომ მათი გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.
რაც შეეხება დოპინგის მიღებაში მხილებული რუსი სპორტსმენების რიოს ოლიმპიადაზე დაშვების საკითხს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფედერაციები სპორტის სახეობების მიხედვით მიიღებენ.
ცნობილია, რომ გამოძიების შედეგად, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რეკომენდაცია მისცა, რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვას.