გაეროს უშიშროების საბჭომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმა მკაცრად დაგმო
-
+
27 აგვისტო. 2021. 19:37
გაეროს უშიშროების საბჭომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმა მკაცრად დაგმო.
უშიშროების საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ტერორისტული აქტის ორგანიზატორების, დამფინანსებლებისა და სპონსორების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას.
საბჭომ ტერორიზმს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე უწოდა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის და ავღანეთში ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციას.
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ.
წყარო :