logo_geo
eng_logo
თამარ მარგოშვილი: პანკისელების უმრავლესობას არ სჯერა, რომ თარხანი მოკლულია
- +

24 ივლისი. 2016. 19:19



თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა, პანკისის ხეობაში ბათირაშვილის სახლის კარი პირველად გაიღო სამძიმრისთვის და ოჯახმა მისი გარდაცვალებაც დაადასტურა.  როგორც სოფელ დუისის გამგებელმა თამარ მარგოშვილმა „პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ოჯახი სამძიმარს იღებს, მაგრამ ამას სოფელში ეჭვის თვალით უყურებენ და არ სჯერათ ბათირაშვილის გარდაცვალება.



„სამძიმარს თარხან ბათირაშვილის ოჯახი აქამდე არ იღებდა, რადგან ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია თარხანის ლიკვიდაციაზე, მაგრამ გუშინ ნავსი გატყდა და უკვე იღებენ სამძიმარს ბათირაშვილები.

 

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სარწმუნოა სიკვდილის ამბავი, მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ მოკლულია. უმეტესობა ფიქრობს, რომ სჭირდებოდათ და იმიტომ გაავრცელეს. დღესაც გვქონდა გამგეობაში საუბარი და რატომღაც მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ აზრზეა - ელოდებიან ფოტოებს და მტკიცებულებას. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თარხან ბათირაშვილი ცოცხალია.

 

ფაქტია, რომ სამძიმარს იღებენ და თარხანის ძმამაც დაადასტურა. ამბობენ, თამაზმა (ალ-შიშანის ძმა) ერაყიდან დარეკა და გააგებინა დუისში ეს ამბავიო. მე გუშინ ვიყავი სამძიმარზე. ყველაფერი ჩვენი ადათ-წესის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ სამძიმარზე მისული ხალხი ეჭვის თვალით უყურებს პროცესიას, რადგან, არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ბუნდოვანია. რა ვითარებაში დაიღუპა, ზუსტად არ იციან. ამბობენ, რომ საჰაერო იერიშის დროს მოხდა ლიკვიდაცია.

 

ერთი სიტყვით, ზუსტი ინფორმაცია მაინც არ ვრცელდება, რაც ეჭვებს აჩენს თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებაზე", - ამბობს სოფელ დუისის გამგებელი თამარ მარგოშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner