-
+
27 აგვისტო. 2021. 22:42
ჩინეთში ვაქცინაციის ფარგლებში 2 მილიარდზე მეტი აცრა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 889 მილიონი ადამიანი, ყველა მათგანი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი ბოლო 11 დღეა იკლებს. წლის ბოლომდე პეკინი მოსახლოების 80%-ს აცრას გეგმავს.
მოსახლეობის ვაქცინაციის ბოლო კამპანია არასრულწლოვნებზე, მოხუცებზე და რთულ გეოგრაფიულ პირობებში მცხოვრებ პირებზე იყო მიმართული.
წყარო :