„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ეპიდემიის წარმოშობა გავარკვიოთ, რამაც მთელ მსოფლიოში ამდენი ტკივილი და სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„ამ პანდემიის წარმოშობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩინეთშია, მაგრამ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები საერთაშორისო გამომძიებლებსა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის წევრებს ამ ინფორმაციაზე წვდომას არ აძლევდნენ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ეს ინფორმაცია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს პანდემიის წარმოშობის საკითხზე პასუხები სჭირდება.
„მსოფლიო პასუხებს იმსახურებს და მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებთ მათ. პასუხისმგებელი ქვეყნები დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ამ სახის პასუხისმგებლობას არ ერიდებიან. პანდემიამ საერთაშორისო საზღვრები არ იცის და შემდგომი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, უკეთ უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.