logo_geo
eng_logo
პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთში ევაკუაციის პროცესის დროს ტერორისტული აქტის მცდელობები კვლავ მოსალოდნელია
- +

28 აგვისტო. 2021. 02:24

 

 

პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთში მიმდინარე ევაკუაციის პროცესის დროს არსებულ პოტენციურ საფრთხეებს „რეალურ დროში აკვირდებიან“.

 

ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ გააკეთა.

 

„გვჯერა, რომ პოტენციური საფრთხეები არსებობს და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ. დაზვერვასთან საუბრის გარეშეც, რა თქმა უნდა, კვლავ ველოდებით ახალ ტერორისტულ მცდელობებს, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ჯონ ქირბიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner