აშშ და მისი მოკავშირეები „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ ჩქარობენ. ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„აშშ „თალიბანის“ ავღანეთის კანონიერ მთავრობად აღიარებას არ ვჩქარობს. ასეთივე პოზიცია აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ამ საკითხზე ვესაუბრეთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.