logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა და ამისთვის აბსოლუტურად მზად ვარ
- +

24 ივლისი. 2016. 19:35



თამარ ჩუგოშვილი  „ქართული ოცნების" ახალ სახეებს შორის არის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას საგურამოში წარადგინა. ჩუგოშვილმა „კვირის პალიტრასთან" გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 წლის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ჩატარებული რეფორმებია.




„ქართულ ოცნებაში" ჩემი გაწევრიანების საკითხზე კონსულტაციები იანვარში დაიწყო, გადაწყვეტილება კი ერთი თვის წინ მივიღე. პოლიტიკაში წასვლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ჩემს ნაბიჯს სრულიად ვაცნობიერებ და სირთულეებისთვისაც მზად ვარ, რაც წინ მელოდება.

 

ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა და ამისთვის აბსოლუტურად მზად ვარ. რაც მთავარია, ძლიერი ლიდერი და კარგი გუნდი გვყავს.

 

პარტია მხოლოდ ახალი სახეებისგან არ შედგება. ჩვენ არაერთი გამოცდილი წევრი გვყავს. განცდა, რომ დაპირებები არ შესრულდა, უფრო მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგია.

 

4 წლის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ჩატარებული რეფორმებია. დემოკრატია აბსტრაქტული ცნება არ არის, ის ბიზნესისა და საკუთრების უფლების დაცვას, მედიაპლურალიზმს, ადამიანის უფლებების დარღვევის შემცირებას გულისხმობს. ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ" სწორი საფუძვლები ჩაყარა, რაზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შენება უნდა განვაგრძოთ.

 

ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ გეგმას, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად ზედმიწევნით შესრულდება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner