logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
- +

28 აგვისტო. 2021. 12:11

 

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია.

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერის, ბილ ურბანის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფო-ხორასანის“  ორგანიზატორის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.

 

საჰაერო დარტყმა ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, სამიზნე ლიკვიდირებულია. სამოქალაქო პირებს შორის შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობი.

 

ცნობისთვის, ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner