logo_geo
eng_logo
ყაზახეთში გლოვის დღე გამოცხადდა
- +

28 აგვისტო. 2021. 14:15

 

 

ყაზახეთის ჟამბილის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 29 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.

 

შესაბამისი განკარგულება ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა გამოსცა.

 

„სამხედროები და მაშველები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ, არიან ნამდვილი გმირები და ისინი სამუდამოდ დარჩებიან ადამიანების მეხსიერებაში“, - დაწერა ტოკაევმა „ტვიტერში“.

 

ბოლო ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სამის ცხედარი ამოუცნობია, სოლო სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner