logo_geo
eng_logo
განო მელითაური: ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ
- +

24 ივლისი. 2016. 19:45




მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური კოტეს გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შვილები ბედნიერები იყვნენ და ჯანმრთელ გარემოში გაიზარდონ.


„ის ცხრა თვე, როცა ბავშვს ველოდებოდი, ყველზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან მესამე შვილს ველოდებოდი. ლოლიტა ჩემი და კოტეს იღბლიანი მესამეა. ის სამ ოქტომბერს, სამ საათზე დაიბადა და მესამე შვილია.

 

ახლა 24-საათიან რეჟიმში ლოლიტასთან რომ მიწევს ყოფნა და კონტაქტი, ბედნიერი ვარ. ლოლიტა სამყაროს მირჩევნია და როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ არც ერთი წამი არ უნდა დავკარგო, რადგან ამხელა აღარასოდეს იქნება.

 

ტასო და თარაში ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან, მე და კოტე ასე ვზრდიდით მათ. როგორც ჩვენს თანატოლებთან, ისეთი ურთიერთობა გვქონდა. ტასომ და თარაშმა ბოლომდე გაიაზრეს, რა ტრაგედიაც მოხდა. ჩვენ ამაზე ყოველდღე ვსაუბრობდით.

 

ტასო ბევრ სირთულეს წააწყდა სკოლაში, იყო შემთხვევები, როცა მას ეკითხებოდნენ, რატომ აღარ მოდის შენი მამიკო, აღარ უყვარხარო. ტასო მეუბნებოდა, სკოლაში საერთოდ აღარ მივალო, ძალიან მგრძნობიარეა.

 

მე მიყვარს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის დღეს. ეს ის არ იყო, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი შვილები გაიზარდნონ ბედნიერები და ჰქონდეთ ჯანმრთელი გარემო.

 

ჩემს ცხოვრებაში რა მოხდება, კაცმა არ იცის. ვნახოთ, ეს ღვთის ნებაა. მე მწამს სიყვარულის და ზუსატად ვიცი, კოტე ყველა იმ სირთულის გადატანის დროს, რაც მე მხვდება, ჩემთან ერთადაა და სულ ასე იქნება.

 

ვცდილობ, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყო თავისი იმედგაცრუებებით, გულისტკენით, დაცემით, ადგომით და იმ ყველაფრით, რასაც საბოლოოდ ცხოვრება ქმნის", - ამბობს განო მელითაური.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner