როგორც მოძრაობის პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დასაქმებული ქალები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ რეგულარულ საქმიანობას ქაბულსა და სხვა პროვინციებში.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელს არ უხსენებია სხვა სფეროში მომუშავე ქალები. მანამდე ავღანეთში ქალებს უსაფრთხოებისთვის სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ამასთან, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქაბულის მოსახლეობას იარაღის, საბრძოლო მასალების ჩაბარებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ.