logo_geo
eng_logo
აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა
- +

28 აგვისტო. 2021. 21:51

 

 

პენტაგონის ინფორმაციით, ავღანეთში აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ისინი ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები იყვნენ.

 

„ის ფაქტი, რომ ეს ორი პირი აღარ დადის დედამიწაზე, კარგია“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილი ტერორისტის შესახებ.

 

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ტეორისტული თავდასხმის შედეგად, 200-მდე ადამიანია დაჭრილი. 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner