logo_geo
eng_logo
თამაზ გალუაშვილი: სულხან მოლაშვილი თეთრხალათიანი ჯალათების ხელით მოკლეს!
- +

24 ივლისი. 2016. 19:58



ყოფილი უკანონო პატიმარი თამაზ გალუაშვილი პატიმრობის პერიოდში სულხან მოლაშვილთან ერთად იჯდა საკანში. გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იგი იხსენებს მოლაშვილის წამების დეტალებს და ამბობს, რომ სულხანს ნელი სიკვდილით კლავდნენ, პერიოდულად რაღაც ნემსებს უკეთებდნენ და ღვიძლი დაუავადეს, რამაც მოლაშვილის სიცოცხლე შეიწირა.


„სულხან მოლაშვილს რაღაც საბუთებს ედავებოდნენ. ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მე-7 საპყრობილეში თბილისის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი და ზურაბ ადეიშვილის მოადგილე კახა კობერიძე მოვიდნენ, ჩვენს საკანში შემოვიდნენ და სულხანს უტიფრად მიმართეს, წავკისში ერთი სახლი უნდა იყიდო, 60 ათასს გადაიხდი და ხვალ, 12 საათზე სახლში იქნებიო. საკანში ტელეფონი დაუტოვეს - დაფაცურდი და ფული იშოვეო. სულხანმა არ დაიჯერა - მატყუებენ, ვინ გამიშვებსო... მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა. 10 ათასი მე შევუგროვე. დანარჩენი მისმა ოჯახმა მოკრიბა ნათესავ-ახლობლებში და გადაიხადეს. მაგრამ ამის მერე სახლში კი არ გაუშვეს, კიდევ 4 წელი და 2 თვე დატოვეს ციხეში! ეს გრიგალაშვილი ნამდვილი გველის წიწილია! საწამებლად ღამ-ღამობით სულხანის გაყვანა „რეზბალნიცაზე" ჩვენი გადაყვანის მერეც გაგრძელდა. დილით თითქმის უგონოდ აბრუნებდნენ. 5 თვეში 60 კილოგრამი დააკლებინეს წამებით. ხშირად საკანში მობრუნებული სულხანის სახეზე და ტანზე შეწითლებული ადგილებიც მინახავს, რაც მის ცემაზე მიუთითებდა. თავის ტკივილზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა მის თავს! დარწმუნებული ვარ, ის სპეციალურად დააავადმყოფეს! სულხანი მოკლულია! მე ვიცი, როგორ მოკლეს იგი!

 

პერიოდულად რაღაც ნემსებს უკეთებდნენ. დაჭერამდე სავსებით ჯანმრთელ, ჯან-ღონით სავსე კაცს რამდენიმე თვეში ღვიძლი დაუავადეს, რამაც ბოლოს მისი სიცოცხლე შეიწირა. ფაქტობრივად, ეს იყო მკვლელობა და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სულხანს ნელი სიკვდილით კლავდნენ. აკი ნაძირალა სააკაშვილი მის სიკვდილს ნატრობდა და ამას არც მალავდა!

 

სულხან მოლაშვილს ძლიერი ორგანიზმი რომ არ ჰქონოდა, აქამდეც ვერ იცოცხლებდა! გიმეორებთ, რომ სულხან მოლაშვილი თეთრხალათიანი ჯალათების ხელით მოკლეს. სულხანის მთელი საქმე, მისი წამების ქრონიკა ხელისგულზე დევს. მისი ჯალათები, პირველ რიგში კი, ვალერი გრიგალაშვილი - სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ!" - ამბობს თამაზ გალუაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner