logo_geo
eng_logo
ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ
- +

29 აგვისტო. 2021. 11:02

 

 

 

ამერიკელი სამხედროები ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს ტოვებენ. The Hill-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ამერიკელი სამხედრო დარჩა აეროპორტის ტერიტორიაზე.

 

15 აგვისტოს ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ დედაქალაქის აეროპორტს ამერიკელი სამხედროები აკონტროლებდნენ. აეროპორტის გავლით აშშ და დასავლური ქვეყნები საკუთარი მოქალაქეებისა და მათთან მომუშავე ავღანელების ევაკუაციას ახორციელებდნენ. 14 აგვისტოდან აშშ-მა ავღანეთიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

ქაბულის აეროპორტში 6000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. 26 აგვისტოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აეროპორტის მახლობლად ტერაქტი მოაწყო, რომელსაც 170 ადამიანი, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner