logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი „თალიბანს“ სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი ავღანეთიდან წასვლის მსურველებს ამის საშუალებას არ მისცემენ
- +

29 აგვისტო. 2021. 11:02

 

 

„დიდი ბრიტანეთი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან წასვლის მსურველებს ამის საშუალებას არ მისცემენ“,- ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის სტატიაში, რომელიც გაზეთ The Sunday Telegraph-ში გამოქვეყნდა.

 

მისი განცხადებით, ლონდონი მზადაა ფინანსური სანქციების დაწესებისთვის, თუ თალიბები არ უზრუნველყოფენ „უსაფრთხო გადაადგილებას“ მათთვის, ვინც ავღანეთის დატოვებას 31 აგვისტოს შემდეგ მოისურვებს.

 

რააბის თქმით, დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და მზადაა ამ საკითხზე რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობისთვის.

 

დიდმა ბრიტანეთმა ქაბულიდან თავისი მოქალაქეებისა და მათთან დასაქმებული ავღანელების გაყვანა 28 აგვისტოს დაასრულა. 2 კვირის განმავლობაში ლონდონმა ავღანეთიდან 15 000 სამოქალაქო პირი და 1000 ბრიტანელი სამხედრო გაიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner