შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ასევე მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი პანდემიასთან საბრძოლველად“,- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ იმუნიზაცია 10-დან 18 საათამდე შაბათ-კვირის ჩათვლით „სინოვაკისა” და „პფაიზერის“ ვაქცინებითაა შესაძლებელი. “პფაიზერით” ვაქცინაცია ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება, სხვა ვაქცინებით კი, ყოველ დღე. რაც შეეხება „სინოფარმს“, მეორე დოზაზე ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით უწყვეტად მიმდინარეობს ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -,,მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში