გერმანიის მოსახლეობის 60% უკვე ორჯერადად არის აცრილი. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი წერს.
ვაქცინის ერთი აცრა ზრდასრული მოსახლეობის 65%-ს აქვს გაკეთებული (54 მილიონი ადამიანი), ორჯერადად კი მოსახლეობის 60,1%, 50 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრემენშია - 70,2%, ყველაზე დაბალი კი საქსონიაში - 51,4%. ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აცრისკენ, რათა ქვეყანამში შემოდგომასა და ზამთარში ეპიდვითარება არ გაუარესდეს.