logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: დღეს ქართულ ჯარს, როგორც მონოლითურ სტრუქტურას, ვერ ვხედავ!
- +

24 ივლისი. 2016. 20:16



ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს ქართულ ჯარზე და კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ჩვენთანაც მოხდეს ის, რაც რამდენიმე დღის წინ თურქეთში მოხდა, პასუხობს, რომ ქართულ ჯარს, როგორც მონოლითურ სტრუქტურას, ვერ ხედავს.



„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არმიის ფეხზე დასაყენებლად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, დღეს ქართულ ჯარს, როგორც მონოლითურ სტრუქტურას, ვერ ვხედავ!

 

სამშობლოსა და სამხედრო საქმის ბევრი გულანთებული პატრიოტი გაუშვეს და დაიწყეს იმ ადამიანების მოყვანა, რომლებიც კორუფციონერობით, „დედოვშჩინითა" და სააკაშვილის რეჟიმისადმი მონური მორჩილებით იყვნენ ცნობილი!

 

ყველაზე მთავარი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანაში, ისე ქართულ ჯარშიც, იდეოლოგიის დეფიციტია! დიახ, საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია. არ ვიცით, ჩვენ რა გვინდა, რა ამოცანა და ფუნქცია გვაქვს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner