logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა პირადი ტელეფონი სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენა, რითაც თავისივე დაწესებული რეკომენდაციები დაარღვია
- +

29 აგვისტო. 2021. 13:00

 

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირადი ტელეფონი სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენა, რითაც თავისივე დაწესებული უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონმა პირადი ტელეფონიდან შეტყობინებები გაუგზავნა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და ბიზნესმენ ჯეიმს დაისონს. ბინ სალმანთან ის საფეხბურთო კლუბ „ნიუკასლის“ შესაძლო გაყიდვას, დაისონთან კი საგადასახადო შეღავათებს განიხილავდა.

 

The Times-ი წერს, რომ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბორის ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გახშირებული კიბერშეტევის შესახებ ამცნო და მოუწოდა, არ გამოეყენებინათ პირადი ტელეფონები სამსახურებრივი მიზნებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner