logo_geo
eng_logo
ჟაირ ბოლსონარუ: ჩემი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ვხედავ: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო არჩევნებში გამარჯვებას
- +

29 აგვისტო. 2021. 13:01

 

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, საკუთარი მომავლისთვის ის სამ ალტერნატივას ხედავს: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ციხეში მოხვედრის შანსი არ არსებობს, რადგან „დედამიწაზე არ არსებობს კაცი, რომელიც მას დაემუქრება“.

 

ჟაირ ბოლსონარუმ ევანგელისტ ლიდერებს მოუწოდა, მის მხარდასაჭერად 7 სექტემბერს დაგეგმილ დემონსტრაციას შეუერთდნენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი მემარცხენე ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ჩამორჩება.

 

ჟაირ ბოლსონარუ ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის არაღიარებით იმუქრება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner