logo_geo
eng_logo
ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ
- +

29 აგვისტო. 2021. 16:12

 

 

ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა.

 

ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით, ბრიტანეთმა ავღანეთში 20 წლიანი მისია დაასრულა.

 

დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება.

 

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner