ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა.
ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით, ბრიტანეთმა ავღანეთში 20 წლიანი მისია დაასრულა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება.
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც.